HMC-ის პროგრამის რეგისტრაცია დაიწყო!
- 16 ოქტომბერი, 2017
HMC-ის პროგრამა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას ისწავლონ ბრიტანეთის წამყვან სკოლებში 2 წლის განმავლობაში.
გასულ წელს, HMC პროგრამამ საქართველოს მასშტაბით 12 მოსწავლე ამოარჩია, აქედან 5 კომაროველი. სამ მოსწავლეს გამოეყო 100%-იანი დაფინანსება, თითოულს დაახლოებით 35 000 ფუნტი სტერლინგი, ხოლო ორს - 80%-იანი დაფინანსება, რაც დაახლოებით 30 000 ფუნტ სტერლინგს შეადგენს.
გასული წლის კომაროვის სკოლის რჩეული მოსწავლეები არიან: დემეტრე დევიძე, ზურაბ ჩარკვიანი, ლაშა თარგამაძე, მიშო გაბუნია და დავით ვეფხვაძე. HMC პროგრამის მეშვეობით, ისინი ამჟამად დიდი ბრიტანეთის წამყვან კოლეჯებში სწავლობენ: Bradfield College, The Christ Hospital, Tonbridge School, Chigwell School და Oswestry School.
HMC პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაციისთვის იხილეთ ლინკი ან დარეკეთ ნომერზე: 0322 00 12 43.
დამატებითი ინფორმაციისთვის, მიმართეთ წინა წლის გამარჯვებულ, კომაროვის სკოლის მოსწავლეს დემეტრე დევიძეს
კომაროვის სკოლა წარმატებებს გისურვებთ!